ავტორიზაცია

მოითხოვა თუ არა მბაპემ ნეიმარის გაყიდვა და რა თანხას ითხოვს პარიზული კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ?

მოითხოვა თუ არა მბაპემ ნეიმარის გაყიდვა და რა თანხას ითხოვს პარიზული კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ?
თარიღი 01 Jul 2022, 11:28

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას ნეიმარისთვის არ შეუტყობინებია, რომ მისი გაყიდვა სურს.

როგორც ბრაზილიელის ახლობლებმა UOL Esporte-ს აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგული კლუბი 30 წლის სუპერვარსკვლავს არ დაკავშირებია, რომელიც ამჟამად შვებულებას სამშობლოში ატარებს.

გარდა ამისა, "პსჟ"-ს ფეხბურთელებთან დაახლოებული ორი წყაროს თანახმად, ნეიმარს კილიან მბაპესთან კონფლიქტი არ აქვს. ერთ-ერთმა მათგანმა "შეუძლებელი" უწოდა სიტუაციას, რომლის მიხედვითაც ფრანგმა კლუბს სამხრეთამერიკელის გაყიდვა მოსთხოვა.

პარიზიდან ნეიმარის აბარგების გაჩარხვა რთული იქნება, რადგან "პსჟ"-ს მასში გადახდილი თანხის დიდი ნაწილის მიღება სურს (კლუბს იგი 2017 წელს "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ შეუერთდა). გარდა ამისა, ვითარებას ამძიმებს მისი ხელფასიც.

შექმნილ მდგომარეობაში ბრაზილიელის გარემოცვა სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგან ფეხბურთელმა "პსჟ"-ში ადაპტაცია გაიარა, გუნდში რამდენიმე მეგობარი ჰყავს და მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი, რომელიც შესაძლოა 2027 წლამდე გახანგრძლივდეს.

გასულ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.