ოფიციალურად: რიშარლისონი 60 მილიონ ფუნტად პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გადავიდა
"ევერტონის" თავდამსხმელი, რიშარლისონი კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს, იტყობინება ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი.
25 წლის ბრაზილიელმა "დეზებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2027 წლამდე დარჩება.
სამხრეთამერიკელმა სამედიცინო შემოწმება სამშობლოში "ტოტენჰემის" მედშტაბის წარმომადგენლის თანდასწრებით გაიარა და ლონდონში მომავალი კვირის დასაწყისში ჩავა.
როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი წერს, "დეზები" რიშარლისონის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
გასულ სეზონში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა "ევერტონის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.