ავტორიზაცია

იუვენტუსის გენდირექტორი დე ლიგტის შესახებ: "შეუძლებელია იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, ვისაც წასვლა უნდა"

იუვენტუსის გენდირექტორი დე ლიგტის შესახებ: "შეუძლებელია იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, ვისაც წასვლა უნდა"
თარიღი 01 Jul 2022, 12:23

"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ ტურინულ გრანდში მცველ მატეის დე ლიგტის მომავალზე განცხადება გააკეთა.

– არსებობს თანხა, რომლის სანაცვლოდაც მზად ხართ დე ლიგტი გაყიდოთ? თუ ხელშეუხებელია?

"ფეხბურთელები თავიანთი წარმომადგენლების ან კოლეგების რჩევებს ითვალისწინებენ. დღესდღეობით შეუძლებელია იმ მოთამაშის შენარჩუნება, ვისაც წასვლა უნდა. მაგრამ საკითხი ყოველთვის ფასში მდგომარეობს. არ ხდება ისე, რომ ფეხბურთელს წასვლა სურს, ჩვენ კი ვპასუხობთ: "გთხოვ".

"რთულია ფეხბურთელის შენარჩუნება, მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ სამივე მხარე კმაყოფილი უნდა დარჩეს. ის, ვისაც ფული აქვს, ყოველთვის იმარჯვებს", - ციტირებს არივაბენეს სიტყვებს Tuttosport-ი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 22 წლის ჰოლანდიელი უკანახაზელის ხელში ჩაგდებას ლონდონის "ჩელსი" გეგმავს.

მოგეხსენებათ, დე ლიგტი "იუვენტუსმა" 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" 85,5 მილიონ ევროდ იყიდა და მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.