ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია!

უკვე ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია!
თარიღი 01 ივლ 2022, 12:50

დღეს 1 ივლისია,რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად "ნაპოლის" ფეხბურთელია.

კლუბმა კვარაცხელია კლუბის განაცხადში დაარეგისტრირა, მომდევნო კვირას კი ის ნეაპოლში ჩავა.

ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, კვარაცხელიას ამჟამინდელი ფასი 15 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლიში" პირველ მატჩს 14 ივლის გამართავს.