ავტორიზაცია

ოფიციალურად: პსჟ-მ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: პსჟ-მ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 01 ივლ 2022, 12:59

"პორტუს" ცენტრალური ნახევარმცველი, ვიტინია კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს, იუწყება ფრანგული კლუბის პრესსამსახური.

გუშინ გავლენიანმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ 22 წლის პორტუგალიელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ახლა კი გარიგება ოფიციალურად დაიხურა.

"პსჟ"-ს ეს ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა, თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს კი 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ ვიტინია "პორტუს" აღზრდილია, 2020 წლის ზაფხულში კლუბმა იგი "ვულვერჰემპტონში" გაანათხოვრა და ერთ წელიწადში დაიბრუნა.

გასულ სეზონში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.