მოლაპარაკებები დაიწყო — უმტიტის მსურველი გამოუჩნდა და შეიძლება სამშობლოში დაბრუნდეს
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ შესაძლოა კატალონიური გრანდი დატოვოს და კარიერა ლიგა 1-ში გააგრძელოს.
როგორც გავლენიანი გამოცემები, RMC Sport-ი და L'Equipe იტყობინებიან, "რენმა" 28 წლის ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულ კლუბს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელის დამატება იჯარის წესით სურს.
მოგეხსენებათ, უმტიტი "ბარსელონას" 2016 წლის ზაფხულში "ლიონიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
გასულ სეზონში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ყველა ტურნირზე ერთად "ბლაუგრანას" მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.