ავტორიზაცია

ბაიერნში ბარსელონას დირექტორის ზარებს არ პასუხობენ — ლევანდოვსკის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

ბაიერნში ბარსელონას დირექტორის ზარებს არ პასუხობენ — ლევანდოვსკის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
თარიღი 01 ივლ 2022, 14:46

"ბაიერნის" ხელმძღვანელობას თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე "ბარსელონასთან" მოლაპარაკებების გამართვა არ სურს.

როგორც Suddeutsche Zeitung-ი იტყობინება, მიუნხენელები კატალონიელთა დირექტორის, მატეუ ალემანის ზარებს არ პასუხობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" იძულებული გახდა 33 წლის სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე წინადადების გასაგზავნად ბიუროფაქსი გამოეყენებინა.

გარდა ამისა, სირთულეები წარმოიშვა "რეკორდმაისტერის" ბოსებსა და პოლონელის აგენტ პინი ზაჰავის შორის. ამბობენ, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ლევანდოვსკის 12 ივლისს წინასასეზონო მზადების დაწყება "ბაიერნთან" ერთად მოუწევს.

მოგეხსენებათ, რობერტს, რომელსაც გერმანიის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს, კლუბიდან წასვლა უნდა და სურვილს საჯაროდ აფიქსირებს.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 50 მატჩში დაიცვა, 47 გოლი გაიტანა და 7 ასისტიც მიითვალა.