ავტორიზაცია

რამდენი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი ნაპოლიში?

რამდენი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი ნაპოლიში?
თარიღი 01 ივლ 2022, 15:30

დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

ცნობილია, რომ ნეაპოლელები 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდიან.

"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება ერთი მილიონი ევრო იქნება.

კვარაცხელია მომდევნო კვირაში ნეაპოლში ჩავა, 14 ივლისს კი პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.