ავტორიზაცია

"არის თუ არა კვარაცხელია ჩემზე უკეთესი?" - ქინქლაძის კომენტარი

"არის თუ არა კვარაცხელია ჩემზე უკეთესი?" - ქინქლაძის კომენტარი
თარიღი 01 ივლ 2022, 15:43

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლას ეხმაურება.

"კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ და მსურს, მან ჩემზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს, რისი პოტენციალიც აქვს.

ხვიჩას მცველების მოტყუება უყვარს, მოედნის ხედვაც დიდებული აქვს და ყველაფერი აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

არის თუ არა ჩემზე უკეთესი მოთამაშე? ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, ეს კითხვა კვარას დაუსვით", - განაცხადა ქინქლაძემ.