ავტორიზაცია

"ყველაფერი ცოტა გაიწელა", - მალდინიმ და მასარამ მილანთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს

"ყველაფერი ცოტა გაიწელა", - მალდინიმ და მასარამ მილანთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს
თარიღი 01 ივლ 2022, 17:27

"მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.

გარდა ამისა, "როსონერისთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა სპორტულმა დირექტორმა, ფრედერიკ მასარამ.

როგორც Sky Sport Italia იტყობინება, ორივე ზემოთნახსენები მენეჯერი იტალიურ გრანდში 2024 წლამდე დარჩება. Calciomercato-ს ცნობით, შეთანხმება თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

"ყველაფერი კარგადაა, დიახ, კონტრაქტები გავახანგრძლივეთ. ყველაფერი ცოტა გაიწელა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გავახანგრძლივეთ".

"გასული სეზონით კმაყოფილები ვართ და გამარჯვებებით სავსე მომავალს ვგეგმავთ. ბაზარზე გასვლა ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ მოვასწრებთ".

"ბედნიერი ვარ, ეს რომც არ ჩანდეს", - ციტირებს მალდინის სიტყვებს Sky Sport Italia.