ავტორიზაცია

ახალი სპორტული დირექტორის მოთხოვნით — პსჟ კიმპემბეს ყიდის და ფასიც დაადო

ახალი სპორტული დირექტორის მოთხოვნით — პსჟ კიმპემბეს ყიდის და ფასიც დაადო
თარიღი 01 ივლ 2022, 17:40

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, პრესნელ კიმპემბე მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარიზელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა მიიღო, იტყობინება ცნობილი გამოცემა Footmercato.

გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ" მზად არის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 26 წლის უკანახაზელი 50 მილიონ ევროდ გაყიდოს.

აღსანიშნავია, რომ კიმპემბეს დედაქალაქელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

აქამდე არსებული ცნობით, პრესნელის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებიან.

გასულ სეზონში "პსჟ"-ს ცენტრბეკმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.