ავტორიზაცია

სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის — მანჩესტერ სიტიმ 45-50 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი დახურა

სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის — მანჩესტერ სიტიმ 45-50 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი 01 ივლ 2022, 17:56

"ლიდს იუნაიტედის" ჩამშლელი ნახევარმცველი, კელვინ ფილიპსი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოს არის.

ინგლისის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი მანჩესტერულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, "ქალაქელები" ფილიპსის სანაცვლოდ 45-50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლიდსის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი "სიტის" რიგებში ფერნანდინიოს შეცვლის, რომელმაც გუნდი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გასულ სეზონში ფილიპსმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.