ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — იუვენტუსი ახალწვეულში ფულსაც იხდის და ერთ ფეხბურთელსაც თმობს

შეთანხმება მიღწეულია — იუვენტუსი ახალწვეულში ფულსაც იხდის და ერთ ფეხბურთელსაც თმობს
თარიღი 01 ივლ 2022, 18:19

"ჯენოას" მარცხენა მცველი, ანდრეა კამბიასო "იუვენტუსში" გადასვლასთან არის ახლოს, წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

როგორც იწერება, "ბებერი ქალბატონი" 22 წლის იტალიელში 3,5 მილიონ ევროს გადაიხდის.

გარდა ამისა, ტრანსფერში "ბიანკონერისა" და რუმინეთის ნაკრების ცენტრალურ მცველს, რადუ დრაგუშინს ჩართავენ, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "სალერნიტანასა" და "სამპდორიაში" გაატარა.

აღსანიშნავია, რომ კამბიასო "ჯენოას" აღზრდილია და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ახალგაზრდა უკანახაზელმა გენუელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.