ავტორიზაცია

პსჟ-ს ხელმძღვანელობა ნეიმართან ერთად მესის გაყიდვასაც აპირებს — ესპანური მედია

პსჟ-ს ხელმძღვანელობა ნეიმართან ერთად მესის გაყიდვასაც აპირებს — ესპანური მედია
თარიღი 01 ივლ 2022, 18:47

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელებმა, ლიონელ მესიმ და ნეიმარმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვონ.

ცნობილი ესპანური გამოცემების ინფორმაციით, არგენტინელი და ბრაზილიელი პარიზელთა ახალ სტრატეგიაში არ ჯდებიან.

"პსჟ"-ს ახალი მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიესა და კლუბის სპორტული დირექტორის, ლუიშ კამპუშის გეგმა ახალი გუნდის აშენებაში მდგომარეობს - უფრო კონკურენტუნარიანის და ნაკლები სუპერვარსკვლავით.

სწორედ ამიტომ, ფრანგებს მესისა და ნეიმარის გაყიდვა რაც შეიძლება სწრაფად სურს. კლუბში აცნობიერებენ, რომ ეს რთული იქნება.

მოგეხსენებათ, 35 წლის არგენტინელი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხოლო 30 წლის ბრაზილიელი პარიზელებმა 2017 წელს "ბარსელონადან" დღემდე რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.