ავტორიზაცია

მიულერი: "მე და ჩემს მეუღლეს ცხენები გვიტაცებს, რომლებსაც ერთი პლიუსი აქვთ - ვერ ლაპარაკობენ"

მიულერი: "მე და ჩემს მეუღლეს ცხენები გვიტაცებს, რომლებსაც ერთი პლიუსი აქვთ - ვერ ლაპარაკობენ"
თარიღი 01 ივლ 2022, 19:00

"ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა განაცხადა, რომ ცხენებითაა გატაცებული.

32 წლის ფეხბურთელმა ააჰენში გამართულ საცხენოსნო ფესტივალზე მეუღლის გამოსვლის შესახებ ისაუბრა, სადაც მან მე-12 ადგილი დაიკავა.

"მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი გარემოცვა ცხენებით ვართ მოხიბლულები. ააჰენი საცხენოსნო სპორტის მექაა, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგას შევადაროთ".

"ჩვენთვის ცხენები ნომერ პირველი სასაუბრო თემაა. ამ ტურნირში მონაწილეობა მიყვარს, სახალისოა".

"ძალიან საინტერესოა იმის ყურება, როგორ იზრდებიან ცხენები, დაბადებიდან მათთან ერთად სხვადასხვა მომენტის გაზიარება".

"ცხენების პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ლაპარაკობენ. ცხენი საღამოს ვერ ვიტყვის: "დღეს არც ისე კარგად იმუშავე, კვლავ რატომ ვერ მოარტყი კარს?", - თქვა მიულერმა, რომელიც ცოლთან ერთად თავლის მფლობელია.