ავტორიზაცია

"ეს ნამდვილი სირცხვილია, სკანდალი", - გასაჯაროვდა, თუ რა მიწერა რამოსმა 2019 წელს ფედერაციის პრეზიდენტს

"ეს ნამდვილი სირცხვილია, სკანდალი", - გასაჯაროვდა, თუ რა მიწერა რამოსმა 2019 წელს ფედერაციის პრეზიდენტს
თარიღი 01 ივლ 2022, 19:36

მადრიდის "რეალის" ყოფილი, ამჟამად კი "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი 2019 წელს მსაჯებს "ბარსელონას" სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა.

El Confidencial-მა 35 წლის ფეხბურთელისა და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის მიმოწერა გამოაქვეყნა.

უფრო კონკრეტულად, რამოსმა რუბიალესს 2019 წლის 20 იანვარს მიწერა, "ბარსელონასა" და "ლეგანესის" (3:1) შეხვედრის შემდეგ.

"რუბი, ჩვენ უკვე სერიოზულად ვართ შეშფოთებულები VAR-ის პრობლემით, განსაკუთრებით "ბარსასთან" მიმართებაში. ის, რასაც არბიტრები აკეთებენ, ნამდვილი სირცხვილია. ნახე სუარესის ჯარიმა მეკარეზე მეორე გოლის ეპიზოდში? სასაცილოა", - წერს რამოსი.

"შუადღე მშვიდობისა, სერხიო. ნაკრების კაპიტანი ხარ, ასობით თუ ათასობით მატჩი გაქვს ჩატარებული და ყველაზე უკეთ გესმის, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ მომენტზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს".

"როგორც იცი, ამ მომენტებში არ ვერევი. ყოველდღე ვმუშაობთ მსაჯობის ეფექტურობის გაზრდაზე. ყველამ ერთად უნდა ვცადოთ ჩვენი ფეხბურთის გაუმჯობესება. გეხუტები. შეხვედრამდე", - უპასუხა რუბიალესმა მომდევნო დღეს.

"ძალიან პოლიტკორექტული პასუხია, გილოცავ. "ბარსას" გუშინდელ მატჩზე პირად აზრს ველოდი, ეს სკანდალი იყო. ლიგაში "ბარსას" გამარჯვება უკვე წინასწარ არის განსაზღვრული".

"მესმის პოზიცია. გეხუტები", - მიწერა რამოსმა.

მოგეხსენებათ, 2018/19 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა, "რეალმა" კი მე-3 ადგილი დაიკავა და "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 19 ქულით ჩამორჩა.