ავტორიზაცია

სალაჰის პირველი განცხადება ლივერპულთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ

სალაჰის პირველი განცხადება ლივერპულთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ
თარიღი 01 ივლ 2022, 19:50

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ განცხადება გააკეთა.

ასე და ამგვარად, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 30 წლის ეგვიპტელი "წითლების" ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კლუბთან ერთად ტიტულების მოგება მაბედნიერებს. ყველასათვის სასიხარულო დღეა", - ციტირებს "ლივერპულის" ოფიციალური საიტი მოს სიტყვებს.

"კონტრაქტის გახანგრძლივებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ შევთანხმდით, ამიტომაც ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში".

"ბოლო 5-6 წლის მანძილზე ჩვენი გუნდი მუდმივად წინ მიიწევდა. გასულ სეზონში ოთხი ტიტულის მოგებასთან ვიყავით ახლოს, თუმცა, სამწუხაროდ, ორი მათგანი დავკარგეთ".

"ამიტომაც, კარგ მდგომარეობაში ვართ, რათა კონკურენცია გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით. ამავდროულად, კლუბმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. თავდაუზოგავად მუშაობას გავაგრძელებთ'.

"ჩემი გზავნილი გულშემატკივრებს - ფეხბურთელები მომავალ სეზონში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა ყველა ტიტულის მოგებისთვის იბრძოლონ", - დასძინა სალაჰმა.