ავტორიზაცია

ოფიციალურად: ხორხე სამპაოლი მარსელიდან უთანხმოების გამო წავიდა - ცნობილია დეტალებიც

ოფიციალურად: ხორხე სამპაოლი მარსელიდან უთანხმოების გამო წავიდა - ცნობილია დეტალებიც
თარიღი 01 ივლ 2022, 22:33

არგენტინელმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

კლუბმა სპეციალისტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და გაწეული სამსახურისთვის მადლობაც გადაუხადა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, 62 წლის სპეციალისტმა „მარსელის“ დატოვება ხელმძღვანელობასთან ტრანსფერის საკითხებში უთანხმოების გამო გადაწყვიტა. არგენტინელს გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა სურდა, რადგან გასულ სეზონში „მარსელი“ ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაც გაინაღდა.

კლუბის პრეზიდენტმა, პაბლო ლონგორიამ, სამპაოლისთან ბოლო შეხვედრაზე კი აღნიშნა, რომ კლუბისთვის სატრანსფერო ბალანსის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ, „მარსელი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს დაელოდება, რათა ფეხბურთელები უფრო იაფად დაიმატოს.

ამან მწვრთნელი ძალიან გააღიზიანა და მან გადადგომის გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიიღო.