ავტორიზაცია

კლოპი: "სალაჰს ლივერპულში საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს და ეს ბევრ რამეს ამბობს"

კლოპი: "სალაჰს ლივერპულში საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს და ეს ბევრ რამეს ამბობს"
თარიღი 01 ივლ 2022, 22:43

„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მო სალაჰთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შეაფასა.

„ძალიან მიხარია, ძალიან, ძალიან მიხარია. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩვენთვისაც და პირადად მისთვისაც. მგონია, რომ ახლა ის მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის. ახლა ეს მისი კლუბია. 

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებმა დრო წაიღო, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია და საუკეთესო რაღაცები დაცდას ყოველთვის იმსახურებს. სალაჰი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ეჭვი არ მეპარება, რომ მისი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის, თანაც ესეც რაღასაც ნიშნავს, იმიტომ რომ მისი პირველი ხუთი წელი ამ გუნდში ისედაც ლეგენდარული იყო.

ფიზმომზადების თვალსაზრისით ის მანქანაა - წარმოუდგენელ ფორმაშია. ის თავდაუზოგავად მუშაობს და უფასდება კიდეც. მისი შესაძლებლობები და ოსტატობა სეზონიდან სეზონამდე იზრდება.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.