იკარდი, დიბალა და ბარსელონას მცველი — ბერლუსკონისა და გალიანის კლუბს დიდი გეგმები აქვს
"მონცას", რომელიც იტალიის უმაღლეს დივიზიონში აღწევდა, მაურო იკარდისა და პაულო დიბალას ხელში ჩაგდება უნდა.
მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში სილვიო ბერლუსკონის კლუბი სერია ა-ში ისტორიაში პირველად ითამაშებს.
"მონცა" მასშტაბურ სატრანსფერო კამპანიას ატარებს. კლუბმა "ინტერიდან" ანდრეა რანოკია უკვე იყიდა, გარდა ამისა "კალიარიდან" ალესიო კრანიო და ანდრეა კარბონი დაიმატა.
სერია ა-ს ახალწვეულის გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანი "პსჟ"-ს ფორვარდის აგენტ ვანდა ნარასთან არგენტინელის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გარდა ამისა, გალიანი "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული დიბალას წარმომადგენელსაც დაუკავშირდა.
"მონცა" ორი მცველითაც ინტერესდება - კაან აიჰანითა ("სასუოლო") და ოსკარ მინგესათი ("ბარსელონა"). კატალონიელებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.