ავტორიზაცია

გადაწყვეტილი ამბავია — როდის წარადგენს პსჟ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს?

გადაწყვეტილი ამბავია — როდის წარადგენს პსჟ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს?
თარიღი 02 ივლ 2022, 11:28

"ნიცას" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე "პარი სენ ჟერმენთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

პარიზელთა მომავალი დამრიგებელი ხელშეკრულებას ორშაბათს ან სამშაბათს გააფორმებს - როცა გუნდი ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტი და "პსჟ" "2+1" სქემიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმებაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის.

მოგეხსენებათ, პარიზელთა ამჟამინდელი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს და საფრანგეთის დედაქალაქს დატოვებს.

50 წლის არგენტინელი სპეციალისტი "პსჟ"-ს 2021 წლის იანვრიდან ედგა სათავეში და მისი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.