გადაწყვეტილი ამბავია — როდის წარადგენს პსჟ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს?
"ნიცას" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე "პარი სენ ჟერმენთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
პარიზელთა მომავალი დამრიგებელი ხელშეკრულებას ორშაბათს ან სამშაბათს გააფორმებს - როცა გუნდი ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტი და "პსჟ" "2+1" სქემიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმებაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის.
მოგეხსენებათ, პარიზელთა ამჟამინდელი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს და საფრანგეთის დედაქალაქს დატოვებს.
50 წლის არგენტინელი სპეციალისტი "პსჟ"-ს 2021 წლის იანვრიდან ედგა სათავეში და მისი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.