ავტორიზაცია

რონალდუს ფრენა საათნახევრით გადაიდო — რატომ დაუპირისპირდა მისი დაცვის წევრი აეროპორტის თანამშრომლებს?

რონალდუს ფრენა საათნახევრით გადაიდო — რატომ დაუპირისპირდა მისი დაცვის წევრი აეროპორტის თანამშრომლებს?
თარიღი 02 ივლ 2022, 13:17

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს კერძო თვითმფრინავი ესპანეთიდან დაგვიანებით აფრინდა, იუწყება Daily Mail-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაცვის თანამშრომლებს აეროპორტის თანამშრომლებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ამის გამო პოლიციაც კი გამოიძახეს, რის შედეგადაც კრიშტიანუ დაგეგმილზე საათნახევრით გვიან გაფრინდა.

როგორც აღინიშნება, კონფლიქტი იმ დროს წარმოიშვა, როცა აეროპორტის თანამშრომლებმა მგზავრები აიძულეს სკანერში გაევლოთ. რონალდუს ერთ-ერთმა მცველმა თანამშრომლებს უყვირა და აგრესიულად იქცეოდა. 

თავად კრიშტიანუ სიტუაციაში არ ჩარეულა. 37 წლის ფეხბურთელი ვითარებას თვალყურს ადევნებდა და არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

საბოლოო ჯამში, კონფლიქტი მოგვარდა, კრიშტიანუ და თანმხლები პირები უსაფრთოდ აფრინდნენ.