ავტორიზაცია

"შესანიშნავი მოთამაშეა და იმედი მაქვს, ოქროს ბურთს მოიგებს", - იაია ტურემ თავისი ფავორიტი დაასახელა

"შესანიშნავი მოთამაშეა და იმედი მაქვს, ოქროს ბურთს მოიგებს", - იაია ტურემ თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 02 ივლ 2022, 15:39

"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ნახევარმცველს, იაია ტურეს იმედი აქვს, რომ "ოქროს ბურთს" "ბაიერნის" სენეგალელი ახალწვეული, სადიო მანე მოიგებს.

– გახდება თუ არა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სადიო მანეს ტურნირი?

"ვფიქრობ, დიახ. ახლახან ერთი ტოპ კლუბიდან მეორეში გადავიდა, მალე კი მსოფლიო ჩემპიონატია. სულმოუთქმელად ელიან, რაც თავადაც იცის".

"მანეს ძალიან ცოტა მატჩი აქვს გამოტოვებული, იშვიათად იღებს ტრავმას, ძალიან ძლიერია ფიზიკურად. სადიო კარგი ბიჭია, პირადად ვიცნობ. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, კარგ ტურნირს ჩაატარებს".

"იმის იმედიც მაქვს, რომ "ოქროს ბურთს" მოიგებს და გამოკითხვაში მხოლოდ მაღალ ადგილს არ დასჯერდება. მანე შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია", - ციტირებს კოტდ'ივუარელის სიტყვებს RFI.