ავტორიზაცია

ახალი დეტალები — მანჩესტერ იუნაიტედმა შეთავაზება გაზარდა, თუმცა აიაქსი კიდევ უფრო მეტს ითხოვს

ახალი დეტალები — მანჩესტერ იუნაიტედმა შეთავაზება გაზარდა, თუმცა აიაქსი კიდევ უფრო მეტს ითხოვს
თარიღი 02 ივლ 2022, 15:59

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "აიაქსის" ცენტრალური მცველის, ლისანდო მარტინესის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება გაზარდა.

ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი იტყობინება, მანიკუნიანელებმა ამსტერდამელებს 45 მილიონი ევრო შესთავაზეს, საიდანაც 4 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, "ეშმაკუნები" 24 წლის არგენტინელში 40 მილიონს ჩამოდიოდნენ.

სავარაუდოდ, ჰოლანდიის ჩემპიონები "ემიუს" ახალ წინადადებასაც იუარებენ, რადგან მინიმუმ 50 მილიონის მიღება სურთ.

გასულ სეზონში მარტინესმა "აიაქსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.