ბარსელონა ამ ზაფხულს ტრანსფერებში 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს — MARCA
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ფულის დახარჯვას გეგმავს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ახალ ფეხბურთელებში საერთო ჯამში 200 მილიონ ევროს გადაიხდიან.
"ბლაუგრანამ" აღნიშნული თანხა ტელეუფლებების 10%-ის ამერიკული საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ისთვის მიყიდვის შემდეგ იშოვა - გარიგება 207,5 მილიონად ფასდება.
გარდა ამისა, "ბარსელონას" ბოსები ტელეუფლებების კიდევ 15%-ის გასხვისებას და დამატებით 400 მილიონის მიღებას გეგმავენ.
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს კატალონიური გრანდის შემადგენლობაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.