ავტორიზაცია

დე იონგისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

დე იონგისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 02 ივლ 2022, 16:44

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შეძენით ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება.

"არისტოკრატები" ყურადღებით აკვირდებიან ჰოლანდიელის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლის გარშემო არსებულ სიტუაციას.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნებმა" 25 წლის ფეხბურთელის 65+20 მილიონ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმეს.

ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედი" და დე იონგი პირადი კონტრაქტის პირობებს განიხილავენ. თუ ტრანსფერი ჩაიშლება, "ჩელსი" მის ხელში ჩაგდებას ეცდება, წერს The Guardian-ი.

"ემიუსგან" განსხვავებით, მომდევნო სეზონში ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რამაც შეიძლება ფრენკის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს, რომელსაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე თამაში უნდა.

გასულ სეზონში დე იონგმა "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.