ავტორიზაცია

ტრანსფერი ახლოვდება - მანჩესტერი და ბარსელონა დე იონგის ტრანსფერის საბონუსე დეტალებს აგვარებენ

ტრანსფერი ახლოვდება - მანჩესტერი და ბარსელონა დე იონგის ტრანსფერის საბონუსე დეტალებს აგვარებენ
თარიღი 29 ივნ 2022, 22:40

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტრანსფერი „წითელ ეშმაკებს“ ჯამში 85 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 65-ს ინგლისელები პირდაპირ გადაიხდიან, კიდევ 20-ს კი - ბონუსების სახით.

ამ ეტაპზე, კლუბები ბონუსების გადახდის საკითხზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც, შეგვეძლება დასკვნით სტადიაზე საუბარიც.

იწერება, რომ დე იონგს თავად დიდად არ სურს „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგება და „კამპ ნოუზე“ ურჩევნია დარჩენა, თუმცა მისი წასვლა „ბარსას“ ხელმძღვანელობის პრიორიტეტია.

25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 46 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.