ბარსელონა ამ ზაფხულს 200 მილიონ ევროდ 4 ფეხბურთელის ყიდვას აპირებს — ცნობილია მათი ვინაობაც
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ტოპ ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, კატალონიელები ახალ ფეხბურთელებში საერთო ჯამში 200 მილიონ ევროს დახარჯავენ.
გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" ზემოთნახსენებ თანხად ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი"), გარემარბ რაფინია დიასის ("ლიდსი"), ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასა ("მანჩესტერ სიტი") და მცველ ჟიულ კუნდეს ("სევილია") შეძენა უნდა.
გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "ჩელსის" უკანახაზელების, სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს შესაძენი თანხაც დარჩებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა", რომელიც ტელეუფლებების კიდევ 15 პროცენტს გაყიდის და 400 მილიონს აიღებს, ყველა ამ ტრანსფერის დახურვას 17 ივლისამდე აპირებს.