ავტორიზაცია

გაირკვა, თუ როდის დაიხურება დი მარიას ტრანსფერი იუვენტუსში

გაირკვა, თუ როდის დაიხურება დი მარიას ტრანსფერი იუვენტუსში
თარიღი 02 ივლ 2022, 17:54

"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია უახლოეს პერიოდში "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, მომავალი კვირის დასაწყისში არგენტინელი ტურინში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონთან" 34 წლის სამხრეთამერიკელი ერთ წელზე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს.

მოგეხსენებათ, დი მარიამ "პსჟ" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. პარიზელთა რიგებში მან 7 სეზონი გაატარა.

გასულ სეზონში ანხელმა ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.