ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლუკ დე იონგი ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: ლუკ დე იონგი ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 02 ივლ 2022, 20:10

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი კარიერას ეინდჰოვენის "პსვ"-ში გააგრძელებს.

31 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელიც "სევილიას" საკუთრებაში იყო და გასული სეზონი კატალონიაში იჯარით გაატარა, ახალ გუნდთან 2025 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

ანდალუსიელებმა თავიანთი ფორვარდის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დე იონგს "პსვ"-ში ხუთი სეზონი აქვს გატარებული - ეინდჰოვენში იგი 2014 წლიდან 2019 წლამდე ასპარეზობდა.

ლუკმა "ბარსას" მაისურით საერთო ჯამში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.