ავტორიზაცია

BREAKING: რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას გაშვება სთხოვა!

BREAKING: რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას გაშვება სთხოვა!
თარიღი 02 ივლ 2022, 20:19

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მზად არის მანიკუნიანელთა რიგები დატოვოს.

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემები წერენ, პორტუგალიელმა კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ გაუშვას, თუ კარგ წინადადებას მიიღებს.

37 წლის სუპერვარსკვლავის მიზანი კარიერის ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია - მისი აზრით, 3-4 სეზონი დარჩა.

მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა" 2021/22 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურის გარეშე დარჩა. არსებული ცნობით, რონალდუ კლუბს დიდ პატივს სცემს, მაგრამ მეტი სურს.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" ღირსება 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.