ავტორიზაცია

დეპაი ხავის სამომავლო გეგმებში არ შედის, ბარსელონამ ჰოლანდიელს ფასი დაადო — AS

დეპაი ხავის სამომავლო გეგმებში არ შედის, ბარსელონამ ჰოლანდიელს ფასი დაადო — AS
თარიღი 02 ივლ 2022, 20:53

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავი ერნანდესს გუნდის თავდამსხმელი, მემფის დეპაი არ სჭირდება.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ 28 წლის ჰოლანდიელს აცნობა, რომ სპეციალისტის სამომავლო გეგმებში არ შედის.

"ბლაუგრანა" მზადაა ფეხბურთელი, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, დაახლოებით 25 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მოგეხსენებათ, დეპაი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გასულ ზაფხულს "ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

2021/22 წლების სეზონში მემფისმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.