ავტორიზაცია

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელი: "ნეიმარი ნიუკასლში? თუ პარიზში ადაპტაცია გაუჭირდა, იქ არ მოეწონება"

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელი: "ნეიმარი ნიუკასლში? თუ პარიზში ადაპტაცია გაუჭირდა, იქ არ მოეწონება"
თარიღი 02 ივლ 2022, 21:04

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ედმუნდო "პსჟ"-ს შემტევის, ნეიმარის "ნიუკასლში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

"ნიუკასლი" ახალი გამდიდრებულია. იქ მითამაშია, პატარა და ცივი ქალაქია", - ციტირებს ვეტერანი სამხრეთამერიკელის სიტყვებს Goal.com-ი.

"თუ პარიზში ადაპტაციის გავლა გაუჭირდა, "ნიუკასლში" კმაყოფილი ვერ დარჩება. თუ იმდენს გადაიხდიან, რამდენსაც ახლა გამოიმუშავებს, გადავა".

"მაგრამ კონცენტრირებული უნდა იყოს, კონცენტრირებული, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატის წელია. თუ ისეთ შედეგებს დადებს, როგორც ბოლო ორ მუნდიალზე, მომავალი მწვრთნელი დაინახავს მასში ლიდერს?".

"პსჟ"-ში გადასვლა მისთვის წარუმატებელი არჩევანი იყო. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში "ბარსელონაში" იმდენს გამოიმუშავებდა, რამდენსაც კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი იღებენ. იცოდია, რომ "პსჟ"-ში ფულის გამო გადადიოდა. სპორტული პროექტიც მომხიბვლელი იყო, მაგრამ გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი თავის წარმოჩენა გახლდათ, ვიდრე გამარჯვება", - დასძინა ედმუნდომ.