ავტორიზაცია

ფოტო: ნაგელსმანი ცოლს დაშორდა და Bild-ის ჟურნალისტთან ერთად დააფიქსირეს

ფოტო: ნაგელსმანი ცოლს დაშორდა და Bild-ის ჟურნალისტთან ერთად დააფიქსირეს
თარიღი 02 ივლ 2022, 21:18

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა და ახალ გოგონასთან დაიწყო შეხვედრა.

34 წლის გერმანელმა სპეციალისტმა და ვერენამ ივნისის თვის დასაწყისში გაწყვიტეს ურთიერთობა. 2018 წელს დაქორწინებულ წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

დაშორებიდან მალევე, ნაგელსმანი, ვინც შვებულებას იბიზაცე ატარებს, ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად დააფიქსირეს.

როგორც გაირკვა, ეს ქალბატონი Bild-ის 30 წლის ჟურნალისტი, ლენა ვურცენბერგერია, რომელიც "ბაიერნისადმი" მიძღვნილი გაზეთის გაშუქებაზე იყო პასუხისმგებელი.

გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ ამ ამბის გაგებისთანავე თანამშრომელი "ბაიერნზე" რეპორტაჟების მომზადებას ჩამოაშორა.