ავტორიზაცია

რონალდუს ახალი მსურველი გამოუჩნდა — სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი?

რონალდუს ახალი მსურველი გამოუჩნდა — სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი?
თარიღი 02 ივლ 2022, 21:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა "ეშმაკუნების" რიგები დატოვოს და იტალიაში დაბრუნდეს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, პორტუგალიელი ფეხბურთელისადმი ყურადღებას "ნაპოლი" იჩენს.

თავის მხრივ, აღინიშნება, რომ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა 37 წლის სუპერვარსკვლავის დამატებით დაინტერესებული არ გახლავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ "ემიუს" აცნობა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომაც სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

მოგეხსენებათ, აქამდე, კრიშტიანუსადმი ლონდონის "ჩელსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის შესახებაც დაიწერა.

გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსება 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.