ავტორიზაცია

ჩელსი და ბარსელონა რაფინიასთვის იბრძვიან — რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას თავად ბრაზილიელი?

ჩელსი და ბარსელონა რაფინიასთვის იბრძვიან — რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას თავად ბრაზილიელი?
თარიღი 02 ივლ 2022, 21:58

"ჩელსის" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლიდსის" გარემარბის, რაფინია დიასის ხელში ჩაგდება სურს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ის ჟურნალისტი, რაისა სიმპლისიო იტყობინება, ლონდონელები "ბარსელონას" მხრიდან საფრთხეს გრძნობენ.

"არისტოკრატებმა" "ბლაუგრანაზე" სარფიანი შეთავაზება გააკეთეს და "ლიდსი" მზადაა ამ წინადადებას დათანხმდეს, მაგრამ კატალონიელები თავიანთი პირობების გაუმჯობესებას ჰპირდებიან.

თავის მხრივ, "ჩელსი" აღარ იცდის და ტრანსფერის დახურვა რაც შეიძლება სწრაფად სურს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავად 25 წლის ბრაზილიელს ლა ლიგის გრანდში გადასვლა ურჩევნია.

გასულ სეზონში რაფინიამ, რომელიც "ლიდსის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.