ავტორიზაცია

"თუ სიმართლე აღმოჩნდა, კარგი იქნება", - ტოტი რომაში რონალდუს შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"თუ სიმართლე აღმოჩნდა, კარგი იქნება", - ტოტი რომაში რონალდუს შესაძლო გადასვლას ეხმაურება
თარიღი 02 ივლ 2022, 22:04

"რომას" ყოფილმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ "მგლების" რიგებში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო მიწვევაზე განცხადება გააკეთა.

"გულახდილად ვამბობ, არასოდეს მჯეროდა ამის, რადგან ვიცი დღევანდელი ვითარების შესახებ. მაგრამ თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, კარგი იქნება, "რომას" გულშემატკივრები აღფრთოვანებულები დარჩებიან".

"დიბალას ტრანსფერი შესაძლებელი იყო, ნამდვილად შესაძლებელი. მაგრამ გარემოებები შეიცვალა და ამის შესაძლებლობა გაქრა".

"ახლა იგი სხვა გუნდში ითამაშებს. არ ვიცი, კონკრეტულად რომელში. მისი რომში გადმოსვლის იმედი მქონდა, ვესაუბრეთ", - თქვა ტოტიმ Sky Sport Italia-სთან ეთერში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას გაშვება სთხოვა.