ავტორიზაცია

ზულემ ბაიერნიდან დორტმუნდში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა

ზულემ ბაიერნიდან დორტმუნდში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა
თარიღი 02 ივლ 2022, 22:16

"ბაიერნის" აწ უკვე ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზულემ "დორტმუნდში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, 26 წლის გერმანელმა "რეკორდმაისტერის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

"მიუხედავად ჩემი სპორტული წარმატებებისა, კარიერის მანძილზე ყოველთვის ვერ ვიღებდი პატივისცემას, რასაც, ჩემი აზრით, ვიმსახურებდი".

"დორტმუნდი" მოლაპარაკებების დაწყებისთანავე დიდი პატივისცემით მეპყრობოდა", - ციტირებს "ჰოფენჰაიმის" აღზრდილის სიტყვებს Bayern & Germany.

გასულ სეზონში ზულემ, რომელიც "ბაიერნის" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავდა, ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.