ავტორიზაცია

ნაპოლის დირექტორი: "რონალდუს შეძენით დაინტერესებულები არ ვართ"

ნაპოლის დირექტორი: "რონალდუს შეძენით დაინტერესებულები არ ვართ"
თარიღი 02 ივლ 2022, 23:43

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსადმი ინტერესის შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო.

მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს და ნეაპოლელები მისი ხელში ჩაგდების პრეტენდენტთა შორის არიან.

"კრიშტიანუ რონალდუს შეძენით დაინტერესებულები არ ვართ", - განუცხადა ჯუნტოლიმ იტალიურ მედიას.

მოგეხსენებათ, 37 წლის ფორვარდი "ეშმაკუნებს" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

2021/22 წლების სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.