ავტორიზაცია

რონალდუმ წასვლა მოითხოვა — რა პოზიცია უკავია მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას?

რონალდუმ წასვლა მოითხოვა — რა პოზიცია უკავია მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას?
თარიღი 02 ივლ 2022, 23:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან განშორება არ სურს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა გაშვება მოითხოვა, მანიკუნიანელებს მისი შენარჩუნების იმედი მაინც აქვთ.

ამჟამად 37 წლის სუპერვარსკვლავი არცერთ სხვა კლუბთან არ არის შეთანხმებული, თუმცა მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში შესაძლო ვარიანტებს უკვე განიხილავს და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და სწორედ ამიტომ გეგმავს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ "ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.