ავტორიზაცია

კვარაცხელია და რონალდუ ერთ გუნდში? - კრიშტიანუ ნაპოლის ინტერესშია

კვარაცხელია და რონალდუ ერთ გუნდში? - კრიშტიანუ ნაპოლის ინტერესშია
თარიღი 03 ივლ 2022, 00:07

ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია და ლეგენდარული პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ერთ გუნდში ვიხილოთ.

რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს და ახალი გამოწვევები სურს.

იტალიური პრესის ცნობით, რონალდუს შეძენა "ნაპოლის" სურს და მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.

თუ ტრანსფერი შედგა, ხვიჩა და რონალდუ ერთად ითამაშებენ. მოგეხსენებათ, ნეაპოლელებმა 21 წლის ქართველის ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დაადასტურეს.