ავტორიზაცია

3 ტოპ კლუბი, რომელმაც რონალდუს შეძენაზე უარი თქვა — რას აპირებს პორტუგალიელის აგენტი?

3 ტოპ კლუბი, რომელმაც რონალდუს შეძენაზე უარი თქვა — რას აპირებს პორტუგალიელის აგენტი?
თარიღი 03 ივლ 2022, 20:55

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ჯერჯერობით არცერთ სხვა კლუბს არ შეთანხმებია, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში ბევრ კლუბთან განიხილავს თავისი კლიენტის პოტენციურ ტრანსფერს.

მენდეში 7-10 დღის წინ "ბაიერნის" სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს ესაუბრა. მიუნხენურმა გრანდმა რონალდუს შეძენაზე უარი მისი ასაკის გამო თქვა. მაგრამ შეიძლება "ბაიერნმა" პოზიცია შეიცვალოს, თუ რობერტ ლევანდოვსკი კლუბს დატოვებს.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რონალდუსადმი ინტერესს იტალიური კლუბები იჩენენ.

მენდეში "ჩელსის" მფლობელს, ტოდ ბოელის ნამდვილად შეხვდა და მას კრიშტიანუს დამატება შესთავაზა. მიუხედავად ამისა, ლონდონური კლუბი მხოლოდ იმ ფეხბურთელებს იყიდის, რომელთა ხელში ჩაგდებაც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს სურს. ამჟამად "არისტოკრატები" ბევრი მოთამაშის ტრანსფერზე მუშაობს, კრიშტიანუ კი მათ შორის არ არის.

აგენტი "პსჟ"-საც ესაუბრა, მაგრამ დღესდღეობით პარიზელები რონალდუს გადაბირების შესაძლებლობას არ განიხილავენ.

კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბრძოლას არ აპირებს. კლუბიდან რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მისი მიზანი არ არის. მას სურს კლუბის ხელმძღვანელობას გააგებინოს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ წასასვლელად მზად იქნება.

მენდეში კვლავ დაუკავშირდება "ბაიერნისა" და "ჩელსის" წარმომადგენლებს, რათა თავისი კლიენტის ტრანსფერზე შეთანხმება სცადოს.

გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.