ბერნარდუ სილვამ თავის აგენტსა და პეპ გვარდიოლას სასურველი კლუბი დაუსახელა
"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა მზად არის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, პორტუგალიელს მომავალი სეზონის დაწყება "ბარსელონაში" სურს. ამის შესახებ მან თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშსა და "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას უკვე აცნობა.
"ბლაუგრანაც" დაინტერესებულია 27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით, თუმცა არსებობს რამდენიმე დაბრკოლება.
პირველ რიგში, გვარდიოლას ბერნარდუს შენარჩუნება სურს. მეორეც, "სიტი" მას 100 მილიონ ევროდ აფასებს და მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლას არ აპირებს, კატალონიელები კი 40 მილიონით ნაკლებს ჩამოდიან.
გასულ სეზონში სილვამ ყველა ტურნირზე ერთად მანჩესტერული კლუბის ღირსება 50 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.