ავტორიზაცია

მილანი თუ ინტერი — სად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს დიბალა ლეგენდარული არიგო საკის აზრით?

მილანი თუ ინტერი — სად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს დიბალა ლეგენდარული არიგო საკის აზრით?
თარიღი 03 Jul 2022, 22:18

"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ "იუვენტუსის" ექს-თავდამსხმელის, პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.

"ბერლუსკონის მისი შეძენა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვურჩიე. ვუთხარი, რომ სარი და დიბალა მიწევია, ისინი დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ "მილანს" არაფერი გაუკეთებია".

"ვფიქრობ, დიბალა "მილანში" უფრო კომფორტულად იქნება, ვიდრე "ინტერში". "როსონერი" უკვე მიჩვეულია იმ ფორვარდთან ერთად თამაშით, ვინც სიღრმიდან მოქმედებს".

"მაგრამ არგენტინელსაც მოუწევს გახსნა, ბურთის ართმევაში მონაწილეობა, სისწრაფის გამოყენება. თანამედროვე ფეხბურთი მოძრაობაზეა აგებული", - განუცხადა ლეგენდარულმა სპეციალისტმა La Gazzetta dello Sport-ი.

მოგეხსენებათ, 28 წლის არგენტინელს ამ ზაფხულს "იუვენტუსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.