ავტორიზაცია

ლაპორტა: "ვიცით, რომ რაფინიას ბარსელონაში გადმოსვლა უნდა, მაგრამ მისთვის სხვა კლუბებიც იბრძვიან"

ლაპორტა: "ვიცით, რომ რაფინიას ბარსელონაში გადმოსვლა უნდა, მაგრამ მისთვის სხვა კლუბებიც იბრძვიან"
თარიღი 03 ივლ 2022, 22:36

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ "ლიდსის" გარემარბს, რაფინია დიასს კატალონიურ გრანდში გადასვლა სურს.

"ლიდსთან" მოლაპარაკებები გავმართეთ. არა მგონია, ეწყინოთ, თუ ამის შესახებ ვისაუბრებ, რადგან რაფინიას პირადად ვესაუბრეთ".

"კონტაქტს ვინარჩუნებთ, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება სხვა კლუბებსაც უნდათ. მათ წინადადებები გააკეთეს".

"ვიცით, რომ რაფინიას "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Football Espana.

გასულ სეზონში 25 წლის ბრაზილიელს, რომელიც "ლიდსის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.