ავტორიზაცია

"უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ჩვენ კი ასეთებით ვინტერესდებით", - უმტიტის მსურველი ჰყავს

"უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ჩვენ კი ასეთებით ვინტერესდებით", - უმტიტის მსურველი ჰყავს
თარიღი 03 ივლ 2022, 22:43

"რენის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრუნო ჟენეზიომ "ბარსელონას" ცენტრალურ მცველ სამუელ უმტიტისადმი ინტერესი დაადასტურა.

"ახლახან ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ. იმისათვის, რათა ასე გავაგრძელოთ, ძლიერი გუნდი გვჭირდება".

"სემს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან მასთან ერთად "ლიონში" ვმუშაობდი და ჩვენს შორის გარკვეული კავშირია".

"ყველამ იცის მისი ისტორია, მისი უნარები, მისი პრობლემები, რომლებსაც გასულ სეზონში წააწყდა. მიუხედავად ამისა, უმაღლესი კლასის ფეხბურთელად რჩება, ჩვენ კი ასეთებით ვინტერესდებით", - ციტირებს ჟენეზიოს სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, 28 წლის ფრანგი "ბარსელონაში" 2016 წლიდან თამაშობს და მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.