ავტორიზაცია

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰოლანდსა და ვლაჰოვიჩს შორის არჩევანი გააკეთა

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰოლანდსა და ვლაჰოვიჩს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 03 ივლ 2022, 22:52

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნენად ბიეკოვიჩმა დუშან ვლაჰოვიჩი და ერლინგ ჰოლანდი შეადარა ერთმანეთს.

"ვლაჰოვიჩი ბევრად ძლიერი და მრავალმხრივია, ვიდრე ჰოლანდი. ნორვეგიელს დესტრუქციული ძალა აქვს, მაგრამ დუშანიც პრაქტიკულად არ ჩამოუვარდება და მათ შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრია".

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, "იუვენტუსის" ფეხბურთელი უფრო მრავალფეროვნად მოქმედებს".

"მანჩესტერ სიტიმ" და "იუვენტუსმა" პლიუს-მინუს იგივე თანხა გადაუხადეს ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ "დორტმუნდსა" და "ფიორენტინას", - განუცხადა 74 წლის ბიეკოვიჩმა Tuttosport-ს.

ცნობისთვის, "იუვეს" ვლაჰოვიჩის ტრანსფერი 81,6 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო "სიტიმ" ჰოლანდში 60 მილიონი გადაიხადა.