ავტორიზაცია

კონტრაქტის ხანგრძლივობაც ცნობილია და ხელფასიც — ბელოტი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

კონტრაქტის ხანგრძლივობაც ცნობილია და ხელფასიც — ბელოტი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 03 ივლ 2022, 23:07

"ტორინოს" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეა ბელოტიმ კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც გამოცემა RMC Sport-ი La Reppublica-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, "მონაკომ" იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს წლიური ხელფასის სახით 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

"ტორინოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული 28 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ის კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მიუხედავად ამისა, აღინიშნება, რომ იდეაში ბელოტის სერია ა-ში დარჩენა უფრო უნდოდა.

იტალიელმა თავდამსხმელმა "ტორინოში" 7 წელიწადი გაატარა და ამ დროის განმავლობაში თავი 117 გატანილი გოლით გამოიჩინა.