ავტორიზაცია

AS: იუვენტუსიდან უფასოდ წასულ ბერნარდესკის სერიოზული მსურველი ჰყავს

AS: იუვენტუსიდან უფასოდ წასულ ბერნარდესკის სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 03 ივლ 2022, 23:17

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი იტყობინება, 28 წლის იტალიელთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას "ატლეტიკო" განიხილავს.

მოგეხსენებათ, ივნისში ბერნარდესკიმ "ბებერი ქალბატონის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ფედერიკომ ტურინულ გრანდში ხუთი სეზონი გაატარა და იტალიის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, გარდა ამისა ქვეყნის თასი და სუპერთასი 2-2-ჯერ მოიგო.

ბერნარდესკიმ საერთო ჯამში "იუვენტუსის" მაისურით 183 მატჩი ჩაატარა.